560
29 ოქტომბერი 2021, 14:38
ჩინეთი 2022 წლის 27 იანვარს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლების კარს გააღებს და ათლეტთა მიღებას შეუდგება.
"ზამთრის თამაშების ოლიმპიური სოფლები ოფიციალურად მომავალი წლის 27 იანვრიდან გაიხსნება, რათა მთელი მსოფლიოს სპორტსმენებს მივესალმოთ," - აცხადებს პეკინის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩინეთის დედაქალაქის ვიცე-მერი ჩჟან ცზიანდუნი.
პეკინი-2022-ის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2 თებერვალს დაიწყება.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ასპარეზობები სამ კლასტერში - პეკინში (ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბენა, კერლინგი), ჩცანცზიაკოუში (ბიატლონი, ბარის თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა) და იანცინში (სამთო თხილამურობა და ციგაობა) განთავსებულ ოლიმპიურ ობიექტებზე გაიმართება.
საგანგებოდ ზამთრის თამაშებისთვის ჩინეთში ოლიმპიური სოფლები აშენდა ჩჟანცზიაკოუში და იანცინში.
XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |