ფოთში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზა აღდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
627 24 ოქტომბერი 2021, 10:27

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობა კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპორტული ბაზის პრაქტიკულად არარსებობა. ასეთ ფედერაციებს განეკუთვნება, სხვებს შორის, აკადემიური ნიჩბოსნობა და კანოე, სპორტის ოლიმპიური სახეობები, რომლებიც ნორმალური სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესის წარმართვას ძნელად ახერხებენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის ამ სახეობებში საქართველოს ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ჰყავს, რომელსაც ხელშეწყობა ესაჭიროება.

მინისტრის თქმით, ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაციების პრობლემები ორმაგად უსიამოვნოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობებში დიდი ტრადიციები ჰქონდა და ფოთში მდებარე მალთაყვის ბაზაზე მოსამზადებლად და საშეჯიბროდ ქართველ სპორტსმენებთან არაერთი ქვეყნის სპორტსმენი ჩამოდიოდნენ.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ეტაპობრივად მოხდება მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი