872
14 იანვარი 2020, 21:35
ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
sportall.ge-ის ინფორმაციით, D ჯგუფში ჩატარებულ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა.
თავიდან საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5:5 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ქართველი წყალბურთელები უპირატესობას დაეუფლნენ და იმარჯვეს. ამ მოგებით რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ფაქტიურად საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა გაინაღდეს.
16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი - იტალიას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |