924
14 იანვარი 2020, 11:14
გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ხაზარაძის განცხადებით, მიუხედავად საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების სურვილისა, ისინი ამისთვის მზად არიან.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ყველა ის პირი, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტს ხელი შეუშალა, სერიოზულად აგებს პასუხს.
„გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |