ოლიმპიური თამაშების ერთადერთმა პრიზიორმა ირანელმა ქალმა ქვეყანა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
924 12 იანვარი 2020, 15:56
ირანის ისტორიაში ოლიმპიური თამაშების ერთადერთმა ქალმა მედალოსანმა, ტაეკვონდოს 21 წლის მებრძოლმა კიმია ალიზადემ ქვეყანა პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა.  

„ირანში მილიონობით დაჩაგრული ქალია და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. იქ მგზავნიდნენ, სადაც სურდათ. იმას ვიცვამდი, რასაც ისინი მიბრძანებდნენ. მათ ყოველ წინადადებას ვიმეორებდი, ისინი კი მიყენებდნენ, როცა ვჭირდებოდი. ირანის ხელისუფლებაში ჩემი მიღწევები უხაროდათ და, ამავდროულად, ტაეკვონდოს აკრიტიკებდნენ“, - თავის გადაწყვეტილების შესახებ ალიზადემ Instagram-ზე დაწერა.  

 ალიზადე სპორტულ კარიერას ნიდერლანდების სახელით  გააგრძელებს.

2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე კიმია ალიზადემ ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ირანის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი