„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
827 14 სექტემბერი 2021, 19:43
ისეთ კვლევებს, როგორიცაა „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი, ძალიან ენდობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ინვესტორები და ამ რეიტინგში დაწინაურება არის კარგი გზავნილი, კარგი სიგნალი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის  „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაზე  შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით,  ფრეიზერის ინსტიტუტის ეს კვლევა ეფუძნება ძალიან ბევრ პარამეტრს, მათ შორის ისეთს როგორიცაა მთავრობის ზომა, საგადასახადო ტვირთი, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი რიგი პარამეტრებით ხდება საბოლოო შეფასების ჩამოყალიბება. 

„ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ერთი პარამეტრი, რომელითაც შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ყველა პრობლემა მოხსნილია. მაგრამ ის, რომ ეს არის კარგი გზავნილი, კარგი სიგნალი ინვესტორებისთვის, ფაქტია.  ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წლიდან წლამდე, როცა ასეთი ტიპის გამოკითხვებზე დაფუძნებული პარამეტრები ქვეყნდება, გვქონდეს სტაბილური წინსვლა და ეს არის რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა ლადო პაპავამ. 

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის  „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა  8.26 ქულით. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს. წელს საქართველომ გასულ წელთან შედარებით, 5-დან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: „მთავრობის ზომა“; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი