კახა კუჭავა ოლიმპიელებს - თქვენ ხართ სიამაყე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, შედეგი, რაც თქვენ მოიტანეთ, ძალიან სჭირდება საქართველოს - გამარჯვებები, გამარჯვებები და კიდევ ერთხელ გამარჯვებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
469 14 აგვისტო 2021, 20:46

თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის - როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ჩვენ ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი მთელი მსოფლიო მოისმენს, - ამის შესახებ ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართავდეთ დღეს ტრიბუნიდან. თქვენ ხართ სიამაყე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. შედეგი, რაც თქვენ მოიტანეთ, ძალიან სჭირდება საქართველოს - გამარჯვებები, გამარჯვებები და კიდევ ერთხელ გამარჯვებები. 8 მედალი ნამდვილად ისტორიული შედეგია. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ გაცილებდით, მაშინ ერთადერთი სურვილი იყო - იქნებ ჩვენივე შედეგი გაგვეუმჯობესებინა. თქვენ ეს შეძელით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. იყო ძალიან ბევრი ემოცია, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება და ამის შემოქმედები ხართ თქვენ. თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის - როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ჩვენ ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი მთელი მსოფლიო მოისმენს. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვერდში გვიგულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ, საქართველო კიდევ ბევრჯერ ვასახელოთ“, - განაცხადა კუჭავამ.

ცერემონიების სასახლეში დღეს, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მიიღო. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,  სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მიიღეს ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს, ოქროს მედლის მფლობელები კი  მილიონ  ლარს.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი