ლერი ხაბელოვი - დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ თქვით, ეს არა მხოლოდ სპორტსმენების დაფასებაა, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
458 14 აგვისტო 2021, 20:36
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ თქვით, ეს არის არა მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენ ეს სპორტსმენები დავაფასეთ, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს მართლაც საზეიმო დღეა. ჩვენ სიამაყით ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწიეს დიდ წარმატებას. 8 მედალი ისტორიული მიღწევაა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ვერ ახერხებდნენ საქართველოს გუნდები ამდენი მედლის აღებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს სპორტსმენს, მწვრთნელს, ფედერაციის წარმომადგენელს, სამედიცინო ჯგუფს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო ამ დიდი ღონისძიების ორგანიზებაში. 

ტოკიოში 33 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილები. ფაქტობრივად, ყოველმა მეოთხემ აიღო მედალი - ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ალტერნატიული დათვლით, ჩვენი ზომის ქვეყნებში მერვე ადგილზე ვართ. საერთო გუნდურ ჩათვლაში, 206 ქვეყნიდან 33-ე ადგილზე გავედით. 11 656 სპორტსმენი მონაწილეობდა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, რაც რეკორდული მაჩვენებელია, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. 

მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს მისი დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის არა მხოლოდ ამ სპორტსმენების დაფასება, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პროპაგანდა. წინ ბევრი ღონისძიება გველოდება - 3 წელიწადში პარიზის ოლიმპიადაა. ჩვენ გვინდა 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში ჩავატაროთ“, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ცერემონიების სასახლეში დღეს, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მიიღო. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,  სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მიიღეს ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს, ოქროს მედლის მფლობელები კი  მილიონ  ლარს.

 
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ოქროს მფლობელი მიიღებს ერთ მილიონ ლარს, რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს - ჯილდო 500 ათასი ლარი იქნება, ბრინჯაოს მფლობელებისთვის - 250 ათასი. 


 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი