მსოფლიო ბანკის ანგარიში - ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგში - გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1003 02 ოქტომბერი 2019, 18:56
„მსოფლიო ბანკის ანგარიში წარმოადგენს კომპლექსურ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას. სწორედ ეს რეიტინგია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების უმნიშვნელოვანესი წყარო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში.
მისი თქმით, მიუხედავად წარმოდგენილი პროგრესისა, ოპოზიცია მაინც სკეპტიკურად უდგება მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებს.
„მათი სკეფსისი გასაგებია, რადგან ისეთი პარამეტრების გაუმჯობესება, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ინდექსს და სურათს აუმჯობესებს, არ ჯდება ოპოზიციის აპოკალიპტურ ნარატივში, როდესაც ხელისუფლებას უნიათობას აბრალებენ, ხოლო პარტიულ რგოლებს სახელმწიფოს მიტაცებას“ - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი
გადაცემის წამყვანის თქმით, ოპოზიციას უჭირს წარმოადგინოს პოლიტიკური მოქმედების კონსტრუქციული გეგმა, როდესაც საქმე ევროპის ოცეულში შემავალ სახელმწიფოს ეხება. მით უმეტეს რთულია ამ მაჩვენებლებზე საუბარი იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც 10 წლის წინ კატასტროფული ვითარება ჰქონდათ აღნიშნულ ინდექსში.
„ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 10 წლის ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია და მთლიანად მსოფლიოში ეს პარამეტრი გაუარესებულია, საქართველოს პოზიცია ამ კუთხით უფრო მეტადაა გასაუმჯობესებელი. მომავალ წელს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს რეიტინგზე“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის რეიტინგში სახელწოდებით - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“, რომელიც კვლევის ახალ შედეგებს ასახავს, მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 ქვეყნის მონაცემებია შესული. ინდიკატორი სახელმწიფოებს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, სამ მათგანში საქართველომ ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ლიტვა, ლატვია და ასე შემდეგ. პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ პარამეტრით მხოლოდ ესტონეთს ჩამოვრჩით.
ქვეყანამ ასევე ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში გაიუმჯობესა შედეგები, სადაც სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ფასდება. საინტერესოა წინსვლა ისეთ მაჩვენებელშიც, რომელსაც “რეგულირების ხარისხი“ ეწოდება. აქ ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორისთვის განხორციელებული რეფორმების ეფექტურობა. აღნიშნული პარამეტრითაც საქართველო ოცეულში მოხვდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 10 წლის ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია და მთლიანად მსოფლიოში ეს პარამეტრი გაუარესებულია, საქართველოს პოზიცია ამ კუთხით უფრო მეტადაა გასაუმჯობესებელი. მომავალ წელს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს რეიტინგზე“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი