607
05 აგვისტო 2021, 14:01
125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია.
ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანის წარმომადგენელი, ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
საწყის შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილმა პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.
შეგახსენებთ, ტურნირის ფინალური ეტაპი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება. ფინალში ქართველი მოჭიდავე აშშ-ის წარმომადგენელ, 21 წლის დენ გეიბლ სტივსონს დაუპირისპირდება. ახალგაზრდა ამერიკელმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |