ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
667 03 აგვისტო 2021, 08:55
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67კგ.) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.

რამაზ ზოიძე მეორე დაპირისპირებაში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან, ალ ობაიდთან 23 წამში ოთხქულიანი და ორქულიანი გდებებით დაწინაურდა, პირველი პერიოდი 6:0 მოუგო. საბოლოო ჯამში კი მეტოქე ანგარიშით 10:0 დაამარცხა და რამაზ ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდა და მოწინააღმდეგე სენსაციურად, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი