ტედი რინერი ლაშა ბექაურს - გაკვირდებოდი, ძლიერი კაცი ხარ, გიჟი! ვიცი, რომ სერიოზული ტრავმა გაწუხებდა და ამიტომაც ვთქვი – გიჟი ხარ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
745 30 ივლისი 2021, 19:53
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, ლეგენდარული ტედი რინერი ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ნაკრების წევრებთან მივიდა და მხიარული, გულითადი საუბარი გაუბა.

ლაშა  ბექაურის შესახებ რინერს უთხრეს, რომ ლაშას მიზანია, ოლიმპიური ჩემპიონი ოთხჯერ გახდეს. 

ფრანგმა გოლიათმა ბექაურს უთხრა:

„ეს რთული საქმეა. გაკვირდებოდი, ძლიერი კაცი ხარ, გიჟი! ვიცი, რომ სერიოზული ტრავმა გაწუხებდა და ამიტომაც ვთქვი – გიჟი ხარ!“ 

ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი მძიმე წონაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონია (2012, 2016), 7-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონი. ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2006).

ტოკიოს ოლიმპიადაზე ტედი რინერი და გურამ თუშიშვილი ფინალში ერთმანეთს უნდა შეხვედროდა, თუმცა, დაუმარცხებელი რინერი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ტამერლან ბაშაევმა მეოთხედფინალში დაამარცხა, რაც ტოკიოს სენსაციად მოინათლა. ნახევარფინალში გურამ თუშიშვილმასწორედ ბასაევი გააკრა ტატამზე და იპონით მოუგო. საბოლოოდ, უძლიერესმა ტედი რინერმა ოლიმპიადა ბრინჯაოს მედლით, ხოლო გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლით დაასრულა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი