536
30 ივლისი 2021, 15:33
ტოკიო 2020-ზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მოკრივემ ესკერხან მადიევმა, რომელმაც 69 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალამდე მიაღწია.
ნახევარფინალში გასვლა მედლის მიღებას ნიშნავდა, რადგან 1/2 ფინალში დამარცხებულებიც ჯილდოვდებიან ბრინჯაოს მედლებით, თუმცა ესკერხანს მეტოქედ ROC-ის წარმომადგენელი გამოცდილი ანდრეი ზამკოვოი ერგო და გამარჯვება სწორედ მადიევის მოწინააღმდეგეს დარჩა.
შეგახსენებთ, რომ კრივში ესკერხან მადიევის გარდა საქართველოს სახელით გამოდიოდნენ სახილ ალახვერდოვი (52კგ) და გიორგი ხარაბაძე (75კგ).
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |