საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
606 29 ივლისი 2021, 19:03

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა.  


„მადლობა ღმერთს, იმისთვის, რაც მომცა. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულისტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა.


მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით.


მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი ამაგს, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება.


ეს ყველაფერი მაგრად მტკივა და, ალბათ, დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი თქვა, მაგრამ მინდა, იცოდეთ რომ უზომოდ მიყვარხართ. იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას.


ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველას ყველაფერი გითხრათ,“ -  ვარლამ ლიპარტელიანმა ამის შესახებ  "ინსტაგრამზე" დაწერა.


2016 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ტოკიო 2020-ზე ნახევარფინალში იჭიდავა, თუმცა ოლიმპიადა მედლის გარეშე დატოვა. 


ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის 3-გზის ჩემპიონია (2012, 2014, 2016); 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი; ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი; მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი; მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.


 ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია "ლიპოს" წარმატებებით დახუნძლული სპორტული კარიერიდან, რომელსაც ის, ტოკიოს ოლიმპიადაზე დაემშვიდობა. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი