610
29 ივლისი 2021, 10:28
სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, თუმცა შემდეგ გაცილებით უკეთესად ისროლა: 98 და 99 ქულა.
ჯერჯერობით საკვალიფიკაციოს საუკეთესო შედეგი 296 ქულაა, რაც ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონმა, სერბმა ზორანა არუნოვიჩმა შეძლო. მას 294-ით ბერძენთა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ანა კორაკაკი მისდევს, 293-ით კი მესამეა ბულგარელი ანტოანეტა კოსტადინოვა, ვინც რამდენიმე დღის წინ 10-მეტრიან დისტანციაზე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სალუქვაძეს თითო ქულით რუსთა აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი, 10-მეტრიანი დისტანციის მომგები ვიტალინა ბაცარაშკინა, ინდოელი მანუ ბჰაკერი და უკრაინელთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი უსწრებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დასრულდება. ხვალვე ფინალური პაექრობა გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |