ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი - ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს ვუხდი, ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
651 25 ივლისი 2021, 19:02

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა, რომელმაც 66 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

„ვერცხლის მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტოკიოში ოქროსთვის ჩამოვედი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს ვუხდი. ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა და მჯერა, მიზანს მივაღწევ. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი