ტოკიო-2020-ის ოლიმპიურ თამაშებს ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი გამოეთიშა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
706 24 ივლისი 2021, 13:39

2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველებიდან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩაერთო.

პირველი გამარჯვების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში იაპონელ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო დამატებით დროში დამარცხდა.

ლუხუმმა მესამე გაფრთხილება დამატებითი დროის 3:37-ე წუთზე მიიღო. ამის შემდეგ ქართველი რეპეშაჟიდან ცდილობდა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, მაგრამ იგი კორეელ კიმ ვონ ჩინთანაც დამატებით დროში დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი