825
10 ივლისი 2021, 22:20
ირმა ხეცურიანი ვარშავაში გამართული მსოფლიო თასის მფლობელია. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა, რომელიც ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ჩვენი გუნდის მედროშე იქნება, ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი 15:5, ფინალში კი ასევე უკრაინელი ალიონა ფედოტა 15:11 დაამარცხა.
ამავე ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი გამოდიოდა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |