სტატიები
ქუჩის საპროტესტო გამოსვლები 2019 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
875 27 დეკემბერი 2019, 21:44

„ევრონიუსი“  წერს, რომ 2019 წელი გამორჩეული იყო  ქუჩის პროტესტებით, რომლებიც მთელ მსოფლიოს მოედო და სხვადასხვა მიზეზებით იმართებოდა. თუმცა, მათ აერთიანებდათ  - ბრძოლა პოლიტიკური თავისუფლებისთვის, სოციალური თანასწორობისა და კორუფციის დამარცხებისთვის.  იყო შემთხვევები, როცა მასობრივი აქციები რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობდა. უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრაციები არეულობაში გადადიოდა და თითქმის ყველა შემთხვევაში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადადიოდა. დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იყო ძალადობრივი მეთოდები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, სპეცტექნიკა. ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლებამ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოიყვანა ჯარი. 

„ევრონიუსის“ აზრით, ყველაზე მსხვილი ევროპული პროტესტი 2019 წელს იყო "ყვითელი ჟილეტების" პროტესტი საფრანგეთში. გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი აქცია დასრულდა აქციის მონაწილეთა და პოლიციელთა სასტიკი შეტაკებით. თავდაპირველად,  „ყვითელი ჟილეტები“ გამოვიდნენ საწვავზე ფასის მომატების გასაპროტესტებლად და შემდეგ, მთავრობა დაადანაშაულეს უბრალო მოქალაქეების პრობლემებისადმი გულგრილობაში.

ასევე, მასობრივი სახე მიიღო მეორე ფრანგულმა გამოსვლამ - საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვამ, რომელიც ამჯერადაც, მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 2020 წელსაც გაგრძელდება. 


ბარსელონაშიც ასევე, მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა. კატალონიელებს წლის მანძილზე სხვადასხვა სახის მოთხოვნები ჰქონდათ, ბოლო, მასობრივი ქუჩის აქციებით  გააპროტესტეს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც კატალონიელ ლიდერებს 9-დან 13 წლამდე სასჯელები მიუსაჯეს. საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.    


"ევრონიუსი" წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  საქართველოში, ალბანეთსა და რუმინეთში დემონსტრანტები გამოვიდნენ კორუფციის წინააღმდეგ და ითხოვდნენ ახალ, დემოკრატიულ რეფორმებს.


ჩეხეთში, ვაცლავსკის მოედანზე  მასობრივი საპროტესტო აქციები  მოეწყო. აქციის მონაწილეები  მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშას გადადგომას, რომელსაც კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. აქციის მონწაილეტა რაოდენობიდან დამომდინარე, ანტიკორუფციული აქციები ჩეხეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოსვლებად ცნეს.


ევრონიუსი წერს, რომ პროტესტის ტალღამ გადაუარა ლათინურ ამერიკასაც. ჩილეში მეტროთი მგზავრობაზე ფასების მატებამ მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა. პროტესტის გამო, მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ საპროტესტო გამოსვლებმა დედაქალაქის გარდა, სხვა ქალაქებიც მოიცვა და მოთხოვნაც სოციალური თანასწორობაში გადაიზარდა.


იმავე მოთხოვნები ჰქონდათ სხვა ლათინურ ქვეყნებს. პროტესტების ტალღამ გადაუარა  ჰონდურასსა და ვენესუელას, სადაც მასობრივი პროტესტები მკვლელობებსა და ქაოსსში გადაიზარდა.

მოსახლეობა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდა.  ვენესუელაში სიტუაცია ახლაც არ არის დასტაბილურებული. მოსახლეობისა და უწყებების ნაწილი აღარ ემორჩილება მადუროს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე აღიარეს ახალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო.


კოლუმბიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებით მიმდინარეობდა. 
მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართ ხელისუფლების მიდგომას აპროტესტებდა.  

მასშტაბური აქციები ქვეყნის მსხვილ ქალაქებშიც მიმდინარეობდა.  დედაქალაქ ბოგოტაში აქციის მონაწილეებმა კონგრესისა და მერიის შენობებზე იერიში მიიტანეს. ქალაქში გამოიყვანეს ჯავშანტექნიკა. 

კალეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.


ეკვადორი არეულობის გამო პარალიზებული იყო 11 დღე, პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა, შემდეგ დემონსტრანტთა მოთხოვნა დააკმაყოფილა - ხელისუფლებამ საწვავზე მომატებული ფასი დაწია.


ბოლივიაში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დარღვევებით ჩატარდა. ევო მორალესმა დატოვა პრეზიდენტის პოსტი და პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა მექსიკას. დემონსტრაციები აქაც არეულობაში გადაიზარდა, დემონსტრანტებმა დაწვეს და დაანგრიეს შენობები, მოხდა შეტაკებებიპოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.


ირანში პროტესტის მიზეზი გახდა საწვავზე ფესის მომატება. უფლებების დამცველი ორგანიზაციები და ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ გამოსვლებისას ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის დაბლოკვის მიზნით მთავრობამ ქვეყანაში გამორთო ინტერნეტი.


ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ალჟირში მას შემდეგ დაიწყო, რაც  გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბდელიაზიზ ბუტეფლიკა მეხუთედ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ექვსკვირიანი დემონსტრაციის შემდეგ ბუტეფლიკა გადადგა. ალჟირში არჩევნები ცოტა ხნის წინ ჩატარდა. თუმცა, მას კვლავ დემონსტრაცია მოჰყვა, რადგანაც, მოსახლეობა არ ეთანხმება მის შედეგებს, რამაც ისინი კვლავ ქუჩაში გამოიყვანა.


ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო  დამნაშავეთა ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ მართალია, უარი თქვა კანონპროექტის მიღებაზე, მაგრამ აქციები დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნაში გადაიზარდა.

ჰონგ-კონგში სიმშვიდე არც ახლაა.  დემონსტრაციები უფრო და უფრო კლებულობს, მაგრამ ყოველ ჯერზე ის მასობრივ არეულობაში გადადის. გამოსვლები ჰონგ-კონგში 2020 წელსაც გაგრძელდება.


2019 წელს სოციალური მოთხოვნებით ქუჩის გამოსვლები  იყო ეგვიპტეში, ბეირთუში  და სუდანშიც, სადაც საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება.

ევრონიუსის ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში პროტესტმა შედეგი გამოიღო. მაგალითად, ერაყში, კორუფციის წინაღმდეგ  მიმდინარე უწყვეტი  საპროტესტო გამოსვლების შედეგად   გადადგა პრემიერ-მინისტრი  ადილ აბდულ მაჰდი; ეკონომიკური კროზისის პირობებში გადასახადების გაზრდის გამო ლიბანში დაწყებულმა დემონსტრაციებმა მთავრობა აიძულეს გადამდგარიყო. 

 

 

 

 

 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი