ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
797 08 ივლისი 2021, 18:32

ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა ტამაიო მარუკავამ განაცხადა.

დღესვე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.

ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღო.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი