ამირან სალუქვაძე - ჩაფლავდა მოქმედი და ყოფილი ენმ-ის მცდელობა საქართველოსთვის სანქციების დაწესების, აშშ-ს ახალ ბიუჯეტში 88 მილიონი დოლარის დახმრებაა გათვალისწინებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1027 29 მაისი 2021, 13:15
ანალიტიკოსი და ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველსთვის 88 მლნ. დოლარის გამოყოფას და სენატორების ვიზიტს ეხმიანება.
“ჩაფლავდა მოქმედი და ყოფილი ენმ-ის მცდელობები საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. მეტიც, ახალ ბიუჯეტში ასევეა საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული. ამავე ახალ ბიუჯეტში სამხედრო განათლების ხაზით საქართველო მრავალმილიონიან დახმარებას მიიღებს.
ამ, გარე მავნებლობებით ქვეყანა ზიანდება, თორემ ბოლოს ყველას თავისი სახელი ერქმევა.
იმ კვირაში საქართველოს ის კონგრესმენები ეწვევიან, რომლებმაც 2012 წელს, წაგებული არჩევნების შემდეგ, ენმ-ის ლიდერს უთხრეს, "დემოკრატიულად გადააბარე ხელისუფლებაო".
ახლა საინტერესოა ენმ შაჰინის ჩამოსვლამდე შეასწრებს პარლამენტში, თუ მოგვიანებით?!
სულაც არ მომწონს "პოლიტელიტის" ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ჯერ პოლიტიკური პროცესის, ხოლო შემდეგ საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟი კრახით დამთავრდა. ადრე განახლებას ვითხოვდი. ამ ყველაფრის შემდეგ სხვა რეალობაა. წესით თვითლიკვიდაციის დროა” - წერს ამირან სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი