ოლიმპიურმა კომიტეტმა წინასაახალწლო დაჯილდოების ცერემონია გადადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
847 18 დეკემბერი 2019, 17:12
15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წინასაახალწლო  დაჯილდოების ცერემონია გადადო.

"არასრულწლოვანი მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, სეოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიის გადადადების შესახებ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს", - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია შედგა, სადაც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპორტული წელი შეაჯამა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ სესიის დელეგატებს  ინფორმაცია  წარუდგენა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიო-2020-ზე ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი  ელგუჯა ბერიშვილმა.




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი