ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი2“ის ეთერში ვაქცინის დამზადების 5 სხვადასხვა მეთოდზე ისაუბრა.
„5 ტექნოლოგია არსებობს ვაქცინის დამზადების. ყველაზე ძველი და ტრადიციულია, როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ვირუსი, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი. ამას ახლა ძალიან ნაკლებად იყენებენ.
შემდეგი, ისევ ძველი ტექნოლოგია, ეს არის, როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მაგრამ ვირუსი მაინც მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები Sinovac-ი და Sinopharm-ი, ეს არის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია.
არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც გამოიყენებს Novavax-ი და მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა, როდესაც შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი არც დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა. მიმაჩნია, რომ როდესაც Novavax-ის ვაქცინა გამოვა ბაზარზე და საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს 1 მილიონი, ის ავტორიზაციას მიიღებს ივნის-ივლისში, ის იქნება ყველაზე კარგი ვაქცინა იმიტომ, რომ ის იქნება ამ შუალედური ტექნოლოგიით დამზადებული, ის იქნება უსაფრთხო და დაახლოებით 90-95%-იანი.
და 2 ახალი ტექნოლოგია: როდესაც ერთი შეჰყავთ რნმ-ი არა ცილა, არა ვირუსი, რნმ-ი, ეს არის Moderna და Pfizer-ი, რნმ-ი შემდეგ ორგანიზმს გამოამუშავებიებს, აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, გარკვეული საფეხურებია.
და მეხუთე ტექნოლოგია ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნება AstraZeneca და Jonson &Jonson-ი და რუსული ვაქცინა რამდენადაც ვიცი, როდესაც ისევ შეჰყავთ ინფორმაცია, რნმ-ი, მაგრამ შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული როგორც Moderna-ს და Pfizer-ს, არამედ შესაყვანად გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც არის უწყინარი ვირუსი, ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმს, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას, ხდება ისევ ცილების წარმოება და შემდეგ ანტისხეულების“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |