ლაშა ტალახაძე - ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
777 12 აპრილი 2021, 19:14

ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ტალახაძემ მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

„ჩვენ არა მარტო პირადში, გუნდურ შეჯიბრებებზეც გამყარებული გვაქვს სამეული და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შედარებით ვლიდერობთ. ეს ძალიან კარგია, რომ სტაბილურად წინ მივიწევთ. მაინც ვიტყვი, რომ რამდენიმე გულდასაწყვეტი ფაქტი იყო ჩვენს სპორტსმენებთან დაკავშირებით, თუმცა სპორტში ყველაფერი ხდება“, - განაცხადა ტალახაძემ.

მოსკოვში მიმდინარე ეევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მან თავისივე რეკორდები მოხსნა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი