903
10 დეკემბერი 2019, 23:44
„ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი, რომელიც 18 დეკემბერს ბარსელონაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ისევ გადაიდოს.
მისი ცნობით, მატჩის დღეს „ბარსელონას“ სტადიონის „კამპ ნოუს“ მახლობლად დამოუკიდებლობის მომხრეთა მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის ღონისძიების Facebook-გვერდზე აქციაში მონაწილეობის სურვილი 20 ათასმა ადამიანმა გამოთქვა. მრავალათასიანმა დემონსტრაციამ შესაძლოა სტადიონის მისასვლელები დაბლოკოს, რაც გუნდების წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს საფრთხეს შეუქმნის.
საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ქალაქის მერიისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
„ბარსელონასა" და „რეალის" შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |