ფინანსთა მინისტრის ანგარიში გიორგი გახარიამ შეაფასა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
979 09 დეკემბერი 2019, 16:11

ფინანსთა მინისტრის 2019 წლის ანგარიში პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. გიორგი გახარიას თქმით, სამინისტროს ბევრი მიმართულებით მუშაობა გაუმჯობესებული აქვს, რაც უახლოეს მომავალში ეკონომიკაზეც უნდა აისახოს. 

"აშკარად ჩანს, რომ მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც მართვის ნაწილში, ასევე რისკების მართვის, ვალის მართვის, ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს მუშაობა და შესაბამისად,  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება კიდეც ეკონომიკაზე. მაგალითად, როგორც დღეს უკვე ცნობილი გახდა, ჩვენ გვაქვს ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ეს არის რეინვესტირების ნაწილში ხარჯზე ძირითადი ზრდა, ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ძირითადი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები,“ - აცხადებს გიორგი გახარია.    

ფინანსთა მინისტრმა სამინიტროს 2019 წლის მუშაობა შეაჯამა. ივანე მაჭავარიანმა აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკაზე, ასევე ვალების მართვაზე. 

ივანე მაჭავარიანმა საკუთარი უწყების ანგარიში დღეს საზოგადოებას ისე წარუდგინა, რომ  ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე არაფერი უთქვამს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი