746
24 მარტი 2021, 18:59
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები, შვედეთში ოლიმპური ლიცენზიისთვის იბრძოლებს.
დღეს შვედეთის დედაქალაქ, სტოკჰოლმში ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სადაც საქართველო ნაკრებს, წყვილებში ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი წარადგენენ მე-4 ნომრით 17 ქვეყნის 24 მოციგურავეს შორის, ხოლო ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძე 21-ე ნომრით, 32 ქვეყნის 39 მოციგურავეს შორის გამოვა.
პრესტიჟული ტურნირზე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მაძიებელი 50-მდე ქვეყნის 184 სპორტსმენი გამოვა.
წყვილთა თანრიგის შეხვედრები დღეს, საქართველოს დროით 21:30 -ზე დაიწყება, ხოლო ერთეულთა თანრიგის შეხვედრები, 13:10-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |