საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებებს მიმართავს თხოვნით, კოვიდ-ვითარების გათვალისწინებით, შეამცირონ ოფიციალურ სამთავრობო დელეგაციათა შემადგენლობა.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტოკიოს თამაშების მიმდინარეობისას დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩატარების შეზღუდვას გეგმავს, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკები შეამციროს.
"ოლიმპიადაზე ჩასულ სახელმწიფოთა ლიდერებს მკაცრი კარანტინის გავლა არ მოუწევთ, მაგრამ მოუწევთ კორონავირუსზე პისიარ ტესტის გაკეთება, როგორც იაპონიაში გამგზავრებამდე, ისე ადგილზე ჩასვლის შემდეგ. სამთავრობო დელეგაციების წევრები ვალდებული იქნებიან კორონავირუსზე ტესტი იაპონიაში ჩასვლამდე 72 საათით ადრე და ქვეყანაში ჩასვლისთანავე ჩაიტარონ. სპორტსმენებთან ოფიციალური პირების დაშვება მკაცრად იქნება შეზღუდული", - აცხადებენ სეოკ-ში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |