საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
664 14 მარტი 2021, 18:40
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები მადრიდში, ანგარიშით 25-ით 19 დაამარცხა.

ქართველთა მხრიდან ლელოს დადება თორნიკე ჯალაღონიამ, აკა ტაბუცაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ მოახერხეს. 10 ქულა გუნდის 10-მა ნომერმა, თედო აბჟანდაძემ მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაზე ორი თამაშიდან ორი გამარჯვება დაუგროვდა. წინა ტურში ქართველებმა პორტუგალიელებს ბონუს ქულით, ანგარიშით 16-29 სძლიეს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი