საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის სეიკო ჰასიმოტოს განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელ გულშემატკივართა დაშვებაზე გადაწყვეტილებას ხუთი დაინტერესებული მხარე მიიღებს.
ჰასიმოტო აღნიშნავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად თამაშების ორგანიზატორების, იაპონიის მთავრობის, ტოკიოს პრეფექტურის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და პარალიმპური კომიტეტის (IPC) მონაწილეობით ონლაინ-სხდომა იქნება მოწვეული.
სოკ-ის ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე ჰასიმოტომ განაცხადა, რომ უცხოელ და ადგილობრივ გულშემატკივართა დაშვების საკითხის გადაწყვეტას 25 მარტამდე ისურვებდა - ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყებამდე.
ტოკიო-2020-ის ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას 25 მარტს ფუკუსიმას საფეხბურთო ცენტრიდან შეუდგება. ოლიმპიური ცეცხლი 121 დღის განმავლობაში ქვეყნის ყველა, 47 პრეფექტურას ეწვევა, 23 ივლისს კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ სტადიონზე აინთება.
წელს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |