გია ნიჟარაძე განცხადებას აქვეყნებს - არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
922 10 თებერვალი 2021, 15:00
რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე განცხადებას ავრცელებს. იგი ეხმაურება ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემულ სიუჟეტს, რომელშიც ლაპარაკი იყო მისი პრეზიდენტობისას კავშირში მომხდარ ფინანსურ დარღვევებზე.
„მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებს და სარაგბო სკოლებს, ყველა სარაგბო კლუბს, ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს, შვიდკაცა და თხუთმეტკაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ყველა ვეტერან მორაგბეს და ბორჯღალოსანს, ქართული რაგბის ერთგულ გულშემატკივარს და ყველას, ვისაც მცირედი თუ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი რაგბისა და ჩვენი საყვარელი ქვეყნის სამსახურში. გარკვეულ საინფორმაციო საშუალებების ეთერში ა.წ. 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ეხებოდა ქართულ რაგბიში შექმნილ მდგომარეობას და ბრალდებებს ჩემს მიმართ.
ამ ეტაპზე, იმის გამო, რომ არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება, არ ვაპირებ ზემოთხსენებულ საკითხებზე პასუხის გაცემას და დისკუსიაში ჩართვას. ასევე დავამატებ, რომ „ბრალმდებელი“ მხარის დიდი მეცადინეობის (საჩივრები და ა.შ.) შედეგად, სათანადო სახელმწიფო უწყებებმა ჩაატარეს კანონით გათვალისწინებული მოკვლევა და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მეც და საზოგადოებაც უნდა დაველოდოთ ამ უწყებების საბოლოო დასკვნებს.
ვიტოვებ უფლებას, რომ სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ, იმ დროს და იმ ფორმით, რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ, ჩემს მიმართ „ოპონენტების“ მხრიდან სიბინძურის და ცილისწამების ნიაღვარს გავცე პასუხი, რასაც ვერიდებოდი უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, რამდენად მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისა და ჩემთვის პირადად. ამას არ ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამეზიანებინა ქართული რაგბის ინტერესები. ამასთან, იმის შეფასებასაც გავაკეთებ, თუ რა და ვისი მიზეზებით მივედით დღევანდელ, ყველა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის არანორმარულ, დამანგრეველ და აბსოლუტურად მიუღებელ მდგომარეობამდე.
ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. საუკეთესო სურვილებით, ქართული რაგბის წარმატებებისა და დიდი გამარჯვებების მოლოდინით.“
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი