საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნით შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
783 07 თებერვალი 2021, 16:52

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნით შეხვედრაში, რუსეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა. 

ქართველმა სპორტსმენებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე გაინაღდეს "რაგბი ევროპის ჩემპიონის" ტიტული.

 ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს უმაყურებლოდ გაიმართა.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი