ოთარ ანგურიძე: დესტრუქციული ძალების მხრიდან პროვოკაციული აქციების მიმდინარეობის ფონზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების გახსნა დასტურია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის და საერთაშორისო კავშირებს აძლიერებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1029 01 დეკემბერი 2019, 16:08
,,საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს. 

აღსანიშნავია, რომ TANAP-ის მილსადენის წლიური გამტარულარიანობა დასაწყისში 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, საიდანაც 1,1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საქართველო მიიღებს სატრანზიტო წილის სახით”,- წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე.

ანგურიძის თქმით,   დესტრუქციული ძალების მხრიდან ქუჩაში მიმდინარე პროვოკაციული აქციების ფინზე, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების გახსნა  დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს.

,,საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს.

აღსანიშნავია, რომ TANAP-ის მილსადენის წლიური გამტარულარიანობა დასაწყისში 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, საიდანაც 1,1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საქართველო მიიღებს სატრანზიტო წილის სახით. ხოლო საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 2,7 მლრდ კუბურ მეტრამდეა. არსებული მილისადენი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, რადგან ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროკავშირის სამხრეთ ქვეყნებს, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ზრდას.

საერთაშორისო პროექტები ხაზს უსვამს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობებისა და ინვესტორების თვალში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზრდის.

ამასთან, იმ ფონზე, როცა ქუჩაში მიმდინარეობს დესტრუქციული ძალების მხრიდან პროვოკაციული აქციები და იხსნება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს“,- წერს ოთარ ანგურიძე

პროექტის ინაუგურაცია გუშინ შედგა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი