804
17 იანვარი 2021, 09:55
ნიცაში დასრულდა ანრი დეგლანი სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლებს დათო ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვეს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი იანტბელიძის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აშშ, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი გავიდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |