საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
698 07 იანვარი 2021, 18:03

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. 

მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ გამართულა.

რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა ახალი საერთო კრების მოწვევა და პრეზიდენტისა და გამგეობის თავიდან არჩევა.

 საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არის შესაძლებელი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი