ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ კახი კახიაშვილი აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
841 25 დეკემბერი 2020, 15:15

ძალოსნობის ფედერაციის  საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე, რომელიც დუშეთში გაიმართა,  ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს. 44-მა დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს.

მან დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა. ასევე ძირითად მიზნებშია   ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა, რადგან ეს არის უმეტესი სპექტრის ძირითადი საბაზო,   ფუნდამეტრი სახეობა.

 ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი.

საპატიო ვიცე-პრეზიდენტის წოდება მიენიჭა პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ   ჩიმიშკიანს.

დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადისციპლინო კომიტეტი, რომელსაც თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი