მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს საჯარო მოხელეები არიან და არჩევნებში მონაწილეობა ვინმემ აიძულათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1000 21 ნოემბერი 2020, 17:00

რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი, თავიანთი ლიდერების მითითებით, აპირებს, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულა არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი, ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


„მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძემ იმ პირების ვინაობაც დაასახელა, ვისაც აჭარაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბიულეტენებზე მსგავსი მინაწერების გაკეთება დაავალეს.


„ესენი არიან ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ მითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა, ე.წ. „ნაღმების“ აფეთქებას, აზრი არ აქვს, რადგან აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს. მათი ძალიან ბევრი წარმომადგენლისგან გამოდის ეს ინფორმაცია და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით, ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.


ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი