ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
714 20 ნოემბერი 2020, 19:47

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდა და სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დამარცხდა და შესაბამისად, ვერცხლის მედალს დაეუფლა. 

ფინალში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილიც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბულგარელ ივაილო ივანოვს  დაუპირისპირდება.

ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძე, რომელმაც რეპეაშიში  აზერაბაიჯანელ  ძიუდოისტს სძლია და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი