741
14 ნოემბერი 2020, 21:37
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ტურნირში ჩაერთო. ბორჯღალოსნები პირველი რაუნდის შეხვედრაში ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტს ინგლისის ნაკრებს შეხვდნენ და 0-ით 40 დამარცხდნენ. ინგლისმა 6 ლელო დადო.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავს, ეს შეხვედრა „პარკ სკარლეტზე“ გაიმართება, 29 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კი ბორჯღალოსნები ირლანდიას „ავივა სთედიუმზე“ შეხვდებიან.
ტურნირის დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
საქართველოს პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად ტურნირში პირველად მონაწილეობს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |