790
14 ნოემბერი 2020, 17:09
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის ფინალს გორი უმასპინძლებს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უჩვეულო ფინალს უმასპინძლებს – თასის ისტორიაში პირველად, გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.
2020 წლის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 25 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა 17:00 საათზე დაწყება.
გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ თასის ფინალს პირველად არ მასპინძლობს. 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალსაც უმასპინძლა, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიც საშინაო შეხვედრებს ხშირად ამ არენაზე მართავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |