არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, რაც რუსთაველზე ვნახეთ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე - ანდრია გვიდიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1005 19 ნოემბერი 2019, 16:22
ეკონომიკის ექსპერტები შიშობენ, რომ ქუჩაში პოლიტიკური პროცესების გადატანა ეკონომიკას და, პირველ რიგში, ვალუტის კურსს ძალიან დააზიანებს. ექსპერტი ანდრია გვიდიანის შეფასებით, ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და ბიუჯეტი შესაბამის ვადებში დაამტკიცოს:

„ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ტიპის აქციები ,სიტუაციის გამწვავება და ა.შ. ის რაც ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე. ეს იქნება ლარის კურსი ,უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო იმიჯი თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და შესაბამისად ის არა ცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი ,მოწოდებები გვესმის რევოლუციური სცენარისკენ, მოწოდებები გვესმის, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ, სახ. შენობების პიკეტირება უნდა მოახდინონ აზიანებს საქართველოს იმიჯს.

ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მეც მაქვს მოსაზრება, რომ ეს ოპოზიციის პროცესი შესაძლოა მიმართული იყოს ბიუჯეტის ჩაგდებისკენ. ოპოზიციის ერთერთი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ტექნიკურად ერთერთი გზა ამის არის ბიუჯეტის ჩაგდება. პარლამენტის პიკეტირებაც ამისკენ არის მიმართული. ბიუჯეტის მიღებას აქვს თავისი ფაზები და თუ დაირღვა ვადები ,პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ნუ გგონიათ, რომ ოპოზიციას მოეპრიანა და ასე მიიტანეს ქვიშები ,ხვალ სხვა შენობასთან მიიტანენ, იქ აგურებიც მიიტანეს და ალბათ ერთერთი ძირითადი მიმართულება ის არის, რომ ჩავარდეს ბიუჯეტი. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური პროცესების ეფექტური მართვა. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან სახელმწიფო გამოიყვანონ წყობიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი რეაქციაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო. მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფომ უყუროს რა მოეპრიანება გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას? ეს ხომ სისულელეა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი