645
31 ოქტომბერი 2020, 20:17
ამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. 18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23%
ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3%
ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3%
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 3%
„გირჩი“ - 3%
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1%
ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%
მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
სხვა პარტიები - 5%
აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.
პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი - მაჟორიტარები.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |