732
31 ოქტომბერი 2020, 17:08
თბილისში, გლდანში, 35-ე ბაგა ბაღის და 39-ე საჯარო სკოლის საარჩევნო უბნებში “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა), ყოფილ ფეხბურთელი ირაკლი ალადაშვილი და ვინმე ჯაბა ამომრჩევლის დაშინებას ცდილობდნენ.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ისინი “ქართული ოცნების” ამომრჩეველს აფერხებდნენ, რომ საარჩევნო უბანში არ შესულიყვნენ. მისივე თქმით, ნიკა მელია თავის თანამზრახველებთან ერთად უხეშად არღვევდა კანონს.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, აღნიშნული პირები 39-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია და ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორია დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმაც დატოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |