გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
603 27 ოქტომბერი 2020, 17:26
„გვინდა, რომ საზოგადოების წინაშე ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად, მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ტვ “რუსთავი 2"-ის ეთერში. 

მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სადამკვირვებლო მისიების მიერ მონიტორინგის განხორციელება მიუკერძოებლად და სამართლიანად. 

„ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული დამკვირვებლის ჩართულობა. როდესაც ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაიხედა, თუ რა სიტუაცია გვქონდა კონკრეტულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში, ჩვენთვისაც გასაოცარი იყო, რომ თურმე ყოველი მეოთხე ორგანიზაცია, რომელიც ცესკო-ს მიერ დარეგისტრირდა 31ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ მათ დასკვნებს, მათ საჩივრებს. ორგანიზაცია, რომელსაც აფუძნებს დიმიტრი შაშკინი და ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს მურთაზ ზოდელავა, ნეიტრალურ ანგარიშს დადებს? ან კიდევ ისინი გარკვეულ პროვოკაციებს არ მოაწყობენ და საჩივრები არ წამოვა მათგან? ორგანიზაცია, რომელშიც გამგეობის წევრებად არიან ლევან ხაბეიშვილი, პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ფაქტიურად ერთმანეთთან კავშირში არიან. ეს ორგანიზაცია შეძლებს, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს საარჩევნო პროცესების დაკვირვებასთან მიმართებაში? კანონი მათ არ ზღუდავს. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ასეთ მიკერძოებულ ორგანიზაციებსაც კი აქვთ შესაძლებლობა დააკვირდნენ პროცესებს. 32 ორგანიზაციაა, რომელიც საჯარო წყაროთი იქნა მხილებული, კერძოდ საჯარო რეესტრის წყაროებით. არსებობს ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პირებს აქვთ გადარიცხული კონკრეტული პარტიებისთვის შემოწირულობები ან მუშაობენ სხვადასხვა პარტიების ფრაქციებში, მათ შორის, პარლამენტის მოქმედი თანამშრომლები არიან სხვადასხვა ფრაქციებში. მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები და მიზანმიმართული განცხადებები გაკეთებული და ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებული ამ პარტიებთან. ცოტა ხნის წინ იყო ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აწერდა ხელშეკრულებას ხელს, რომლითაც ლობისტებთან გარკვეულ გარიგებაში შედიოდნენ. დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი