გიორგი ცუცქირიძემ მიხეილ სააკაშვილს ერთ ფეისბუქ პოსტში 8 ტყუილი დაუთვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1034 15 ნოემბერი 2019, 19:31

ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა. რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია,- ამის შესახებ ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პოსტს, რომელიც მან თავის ფბ გვერდზე განათავსა. იგი ამჯერად ეკონომიკის მაგისტრად მოგვევლინა, თემად კი ყალბი დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებული, ისედაც ოფიციალური წყაროებიდან გასული ინფორმაციის ინტერპრეტირებით წარსდგა, რომელიც ეხება საგამოძიებო უწყებების მიერ გამოვლენილ ფართომასშტაბიან დანაშაულებრივ სქემას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების გაყალბება.

 ახლა რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას თითქოსდა 500 მილიონ ლარამდე თანხა იქნა მითვისებული, ხოლო ამ რაოდენობის ყალბი დღგ-ს შესაქმნელად კრიმინალურ სქემებში მონაწილე კომპანიებს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ოდენობის მიწოდების, რეალიზაციის ოპერაციები, შესაბამისი დასკვნით, რომ გაყალბებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეკლარირებული მონაცემებიც და 2017-2018 წლებში დაფიქსირებული 4,8-4,7%-იანი ზრდა არის ფიქცია. დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი არის არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გათვითცნობიერებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. 1. ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა, რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია. ბუნებრივია, არც ეს ციფრებია მცირე, რადგან ამ ოდენობის ზიანის მიყენებაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არის პრობლემური, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, რომ განცხადებაში მოყვანილი დღგ-ის მოცულობა, ისევე როგორც განცხადება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენასთან დაკავშირებით, არის ტყუილი; 2. შესაბამისად, ტყუილია 500 მილიონი დღგ-ს გავლენაც ეკონომიკურ ზრდაზე. რაც შეეხება რეალური მონაცემების, ანუ 85 მლნ-დან 100 მლნ ლარის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ცნობილია, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების შედგენა ხდება საერთაშირისო მეთოდოლოგიის მიხედვით და რაც დასტურდება იმითაც, რომ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრი. 3. ტყულია, თითქოსდა ხელისუფლება ახდენდეს ხელოვნურ მანიპულირებას ციფრებზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებს ადგენს მიწოდებული პროდუქციების ღირებულების ბრუნვიდან, და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებლად, კომპანიების გამოკვლევების შედეგად აგროვებს ინფორმაციას და აკეთებს ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებას. აქედან გამომდინარე, ამ თაღლითურ ოპერაციებს მშპ-ის ზრდაზე გავლენა არ მოუხდნია, რადგან ეს ოპერაციები, ძირითადად, აისახა საბაჟო დეკლარაციებსა და შუალედურ პროდუქციაში, რაც ყოველთვიური ეკონომიკური შეფასების სფეროს არ წარმოადგენს. 4. ტყულია მონაცემთა აცდენზე აპელირებაც. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დღგ-ის ბრუნვების შედეგად გამოთვლილი ეკონომიკური ზრდის შედეგებისგან, როგორც ამ სარისკო, ისე წინა პერიოდში. შესაბამისად, რადგან ორი დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ოპერაციებს გავლენა არ ჰქონია. ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში!. 5. ტყუილია, თითქოსდა ამ ყალბი მონაცემების შედეგად არსებული მშპ-ს სიდიდე არის ხელოვნურად გაზრდილი. მიმდინარე წლის ნომებრიდან საქსტატი ანგარიშთა სისტემის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე(SNA-2008) გადავიდა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მშპ-ის მაჩვენებელი არა თუ შემცირდა დაკორექტიორებისას, არამედ 8.6 %--ით 41.1 მლრდ ლარიდან 44.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა!.


6. ახლა რაც შეეხება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რომლის დაზიანებაზეც ასე წუხს ბატონი ექს პრეზიდენტი. მას მსურს შვახსენო, რომ ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ამასთან, მთლიანობაში, კორუფციის და პირველ რიგში სახელისუფლებო კორუფციის დაბალი დონე, არის ზრდის სტიმულატორი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევაც ეხმიანება და ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სარეიტინგო საააგენტოების საპროგნოზო შეფასებებს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა;

7. ეს აღიარება, თავსებადია იმ შეფასებებისა, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე, ღიად აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდები და ბანკები.მიმდინარე წლის ოქტომბერში სამი მნიშვნელოვანი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურად შეფასდა. თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი