საქსტატი დღეიდან ახალი მეთოდოლოგიით შეფასებულ ეროვნულ ანგარიშებს გამოაქვეყნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
925 15 ნოემბერი 2019, 10:47

საქსტატი დღეიდან ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

უწყების ცნობით, ეროვნულ ანგარიშთა სისტემა წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებსა და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაერო-ს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელარუსი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი