ლარში სესხების გაცემაზე არსებული 200-ათასიანი ლიმიტი უნდა შემცირდეს-არჩილ თალაკვაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
983 13 ნოემბერი 2019, 18:46

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლარში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიანი ლიმიტის შემცირებას ითხობს, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია რომ სესხები  100 ათასამდე უნდა შემცირდეს, ამ წინადადებით თალაკვაძემ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელმაც პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„მიგვაჩნია, რომ უკვე დრო არის და ანალიტიკა, რომელიც დავამუშავეთ, გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია ეს ლიმიტი შემცირდეს 100 ათას ლარამდე და მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში იყოს სავალდებულო წესი სესხების გაცემაზე ეროვნულ ვალუტაში. ამის ზემოთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, სესხი აიღონ დოლარში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ლარში სესხების გაცემის ლიმიტი თავდაპირველად 100 ათასი იყო, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 200 ათას ლარამდე  გაიზარდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი