ონლაინ გამოცემა The pie news - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, გახდეს ახალი ტექნოლოგიური ჰაბი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
799 15 სექტემბერი 2020, 14:39
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, გახდეს ახალი ტექნოლოგიური ჰაბი, – ასეთი სათაურით ონლაინ გამოცემა The pie news ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიმდინარე თვეში კარს გაუღებს სტუდენტების პირველ ნაკადს. დაინტერესებული მხარეები იმედოვნებენ, რომ ის საქართველოში ტექნოლოგიებისთვის და ინოვაციებისთვის ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს და ინტერნაციონალიზაციას მიიღებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნებული და ქართველი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდის“ მიერ ერთი მილიარდი ევროთი დაფინანსებული უნივერსიტეტი საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დასავლეთით, 200 კილომეტრში, ქალაქ ქუთაისშია განთავსებული.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი კონცეფციაა ადგილობრივი და საერთაშორისო ტალანტების ურთიერთკავშირი, რომ ქუთაისი ქართული მეცნიერებისა და მეწარმეობის ცენტრად იქცეს ქვეყნისა და მისი ეკონომიკური მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველმა საპატიო პრეზიდენტმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვოლფგანგ ჰერმანმა.
მისი განცხადებით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ალიანსმა უნდა გახსნას ახალი ჰორიზონტები, მათ შორის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რათა კავკასიაში ახალი ინდუსტრიები შეიქმნას.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ოპერაციული მოდელისა და კურსის შემუშავებაში დაეხმარა, ქუთაისში ახალგახსნილი უმაღლესი სასწავლებლის გუნდს მიმდინარე წელს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან რვა გერმანელი პროფესორი შეუერთდება. სწავლა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უნივერსიტეტი ასევე მუშაობს ბრიტანულ საბჭოსთან და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა „ერასმუსი+“, „ფულბრაითი“ და DAAD.
იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სტუდენტების მიღება პანდემიამ გაართულა, უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სტუდენტების მიღების საერთაშორისო პროგრამა მიმდინარეობს და იგეგმება სტუდენტების აყვანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან, ასევე ევროპიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და აფრიკიდან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი