675
15 სექტემბერი 2020, 13:31
დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს საქართველოს დემოკრატიულ ტრედიციებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობას. მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილოებით ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამეტური დემოკრატიული რეფორმები, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა - პირველად უახლეს ისტორიაში საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად“,- განაცხადა თალაკვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |