საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) შოკირებულია ირანელი მოჭიდავის ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო. მას ბრალად ედებოდა ანტისახელმწიფოებრივ აქციებში მონაწილეობა, 2018 წელს შირაზში დაცვის თანამშრომლის მკვლელობა, ასევე ირანის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა.
27 წლის აფკარი
შაბათს დილით დასაჯეს.
ცოტა ხნით ადრე IOC-მა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა სისრულეში არ მოეყვანა აფკარისთვის
გამოტანილი სასჯელის უმაღლესი ზომა.
„IOC შოკირებულია დღევანდელი ცნობით, -
ნათქვამია
IOC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, –
IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ნავიდ აფკარის დანდობის თხოვნით, ამასთან ქვეყნის სუვერენიტეტისადმი
პატივისცემით, უშუალოდ მიმართა ირანის უმაღლეს ლიდერს და ქვეყნის პრეზიდენტს.
გულსატკენია, რომ მთელი მსოფლიოს სპორტსმენთა
მოწოდებებმა და კულისებში IOC-ის, ირანის ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების
(UWW) და ირანის ჭიდაობის ფედერაციის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ მიზანს ვერ მიაღწია.
ჩვენი ფიქრებით ნავიდ აფკარის ოჯახთან და მის მეგობრებთან ვართ.“
http://geonoc.org.ge/
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |